რუსეთი ბელარუსში 9000 ჯარისკაცთან ერთად 170 ტანკს, 200 საბრძოლო მანქანასა და 100 ყუმბარმტყორცნს განალაგებს
17/10/2022 14:52:07 მსოფლიო
რუსეთი ბელარუსში 9000 ჯარისკაცთან ერთად 170 ტანკს, 200 საბრძოლო მანქანასა და 100 ყუმბარმტყორცნს განალაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ვალერი რევენკო ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკისთვის, რომლებიც მოკავშირე სახელმწიფოები არიან უსაფრთხოების საფრთხედ განიხილება შემდეგი: ნატოს ჯგუფის განლაგება ორი ქვეყნის საზღვრებთან დიალოგის ნაკლებობის ფონზე, ასევე ნატოს აქტივობის გაზრდა და ბელარუსელი რადიკალების წაქეზება, ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად", – აცხადებს რევენკო.
10 ოქტომბერს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშეკომ განაცხადა, რომ მინსკი და მოსკოვი ქმნიან ჯარების ერთობლივ "რეგიონულ დაჯგუფებას", რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“.
ამ გადაწყვეტილების ფარგლებში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების პირველი ნაკადი ბელარუსში 15 ოქტომბერს ჩავიდა.


