Accentnews.ge
უკრაინა ირანისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

უკრაინა ირანისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

17/10/2022 13:40:17 მსოფლიო

უკრაინა ირანისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

"დღეს ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერბის შეხვედრაზე უკრაინა-ირანის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, მე მოვუწოდე ირანის წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. მოთმინება აღარ შეიძლება, ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ახსნას და არგუმენტებს დიდი ხანია, თუმცა სიმართლის დამალვა შეუძლებელია და ეს სიმართლე დღეს კიევის სახლებში შეფრინდა. ამიტომ, დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო", - განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, ირანის წინააღმდეგ სანქციები მესიჯი იქნება ყველასთვის, რომ ვინც რუსეთს დაეხმარება "იგრძნობს ამის ფასს".

მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ომში ირანის ჩართულობის კონკრეტულ მტკიცებულებებს განიხილავს.

ცნობისთვის: დღეს დილით რუსულმა ძალებმა კიევზე შეტევა განაახლეს. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის შევჩენკოს რაიონზე რუსებმა შეტევა ირანული ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განახორციელეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S