ევროკავშირის ლიდერები 15000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასა და კიევისთვის დამატებით 500 მლნ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ
17/10/2022 13:18:20 მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, შექმნან მისია, რომელიც15000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნას ითვალისწინებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.
ორწლიან სასწავლო მისიაში ევროკავშირის სხვადასხვა ძალები ჩაერთვებიან და უკრაინელ ჯარისკაცებს პოლონეთსა და გერმანიაში გაატარებენ მომზადებას. მისია, რომელიც დაახლოებით 107 მილიონი ევრო დაჯდება, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ამოქმედდება.
გარდა ამისა, დღევანდელ მინისტერიალზე შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.


