Accentnews.ge
რეზნიკოვი: "რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ"

რეზნიკოვი: "რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ"

17/10/2022 13:07:51 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, "რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ".

"რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ. Shahed-136 მათი ერთ-ერთი იარაღია, კალიბრთან, ისკანდერთან, რაკეტებთან, Mojaher-6 "დრონებთან", Fateh-110 და Zolfaghar-თან ერთად. დემოკრატია და ნათელი გონება უნდა გაერთიანდნენ ამ თავდასხმების მოსაგერიებლად და ბოროტების დასამარცხებლად", – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის: დღეს დილით რუსულმა ძალებმა კიევზე შეტევა განაახლეს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის შევჩენკოს რაიონზე რუსებმა შეტევა ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განახორციელეს.

მისი ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მომხდარს, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შევჩენკოს რაიონში სამი აფეთქება მოხდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის ცენტრზე, შევჩენკოს რაიონზე შეტევა 10 ოქტომბერსაც მიიტანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S