რუსეთში მობილიზაციის კონტექსტში კიდევ ერთი შენობა დაწვეს
17/10/2022 11:50:32 მსოფლიო
ბურიატიის სოფელ მუხორშიბირში ადგილობრივმა სამხედრო სააღრიცხვო განყოფილების შენობას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა,– იტყობინება ტელეგრამ–არხი Babr Mash.
ხანძარი დარაჯმა შენიშნა.
იუწყებიან, რომ შენობა ნაწილობრივ დაზიანდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ეს უკვე მე-13 მცდელობაა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ადმინისტრაციული შენობების ცეცხლის წაკიდების 21 სექტემბრის შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთში გახშირდა თავდასხმები სამხედრო აღრიცხვის გაყოფილებებზე, მათ შორის, „მოლოტოვის კოქტეილებით“. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მსგავსი ინციდენტები კიდევ უფრო ხშირად ფიქსირდება.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის სამხედრო აღრიცხვისა და ადმინისტრაციული შენობებისთვის ცეცხლის წაკიდების 50-მდე მცდელობის შესახებაა ცნობილი. რუსეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მსგავსი აქტივობა ტერორისტულ თავდასხმად დაკვალიფიცირდება.


