Accentnews.ge
თურქეთი წლის ბოლომდე ექსპორტირებული სერიალებით $600 მილიონის მიღებას გეგმავს

თურქეთი წლის ბოლომდე ექსპორტირებული სერიალებით $600 მილიონის მიღებას გეგმავს

17/10/2022 11:36:04 მსოფლიო

თურქეთი წლის ბოლომდე 600 მილიონი დოლარის ღირებულების სერიალების ექსპორტს აპირებს. ამის შესახებ სტამბოლის სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ შეკიბ ავდაგიჩმა განუცხადა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სადღეისოდ თურქული წარმოების 100-მდე სერიალია მსოფლიოს სულ მცირე, 150 ქვეყანაში ნაჩვენები.

ავდაგიჩმა აღნიშნა, რომ MIPCOM არის იდეალური პლატფორმა კინოინდუსტრიის ფორმირების ტენდენციების თვალყურის დევნებისთვის.

„ჩვენი პროდიუსერები, სატელევიზიო პლატფორმები, საავტორო და მთარგმნელობითი კომპანიები იპოვიან შესაფერის შესაძლებლობებს MIPCOM-ში საქმიანი კონტაქტების გასავითარებლად. დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი მიაღწევენ ახალ საექსპორტო კონტრაქტებს“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, პანდემიამ სერიალების ღირებულებაზეც იმოქმედა ნეგატიურად. კერძოდ, საზღვარგარეთ თითო ეპიზოდის გაყიდვას პანდემიამდე 650 ათასი დოლარის შემოსავალი მოჰქონდა, რაც ამჟამად 350-400 ათას დოლარამდეა შემცირებული.

17-დან 20 ოქტომბრამდე კანი უმასპინძლებს საკომუნიკაციო პროგრამების საერთაშორისო გამოფენას MIPCOM, სადაც ტელეკომპანიებისთვის თურქული სერიალები და ფილმებია წარმოდგენილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S