Accentnews.ge
კიევზე რუსული ძალების იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

კიევზე რუსული ძალების იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

17/10/2022 10:48:45 მსოფლიო

უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილით „კამიკაძე-დრონებით“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს დილით რუსულმა ძალებმა კიევზე შეტევა განაახლეს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის შევჩენკოს რაიონზე რუსებმა შეტევა ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განახორციელეს.

მისი ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შევჩენკოს რაიონში სამი აფეთქება მოხდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის ცენტრზე, შევჩენკოს რაიონზე შეტევა 10 ოქტომბერსაც მიიტანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S