
"ვაკის პარკში" მომხდართან დაკავშირებით 20 ოქტომბერს რუსთაველზე აქციას აანონსებენ
17/10/2022 10:42:01 საზოგადოება
"ვაკის პარკში" "ვაკის პარკის" შადრევანში 13 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციას აანონსებენ.
ამის შესახებ განცხადებით დედაქალაქის მერიას იურისტებმა, ალექსანდრე კობაიძემ და გიორგი კვაბზირიძემ დღეს მიმართეს.
მათი თქმით, აქციის მთავარი სათქმელი იქნება, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ თანამდებობის პირებმა, მათ შორის – თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში თბილისში, "ვაკის პარკის" შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და იგი კლინიკიდან გაწერეს. კიდევ ერთმა დაშავებულმა მოზარდმა საავადმყოფო გუშინ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.