კიევზე რუსეთის დღევანდელ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა
17/10/2022 08:47:13 მსოფლიო
კიევზე რუსეთის დღევანდელ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში მდებარე სახლის ნანგრევებიდან ერთი ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
მისი ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილია კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სამძებრო - სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცნობისთვის: დღეს დილით რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში განაახლეს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის შევჩენკოს რაიონზე რუსებმა შეტევა ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განახორციელეს.
მისი ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან, სულ მცირე, 18 პირი ამოიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შევჩენკოს რაიონში სამი აფეთქება მოხდა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის ცენტრზე, შევჩენკოს რაიონზე შეტევა 10 ოქტომბერსაც მიიტანეს.


