Accentnews.ge
ირანი რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს მომხდარი თავდასხმების შემდეგაც უარყოფს მოსკოვისთვის "კამიკაძე– დრონების" მიწოდებას

ირანი რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს მომხდარი თავდასხმების შემდეგაც უარყოფს მოსკოვისთვის "კამიკაძე– დრონების" მიწოდებას

17/10/2022 08:40:27 მსოფლიო

დღეს ირანმა კიდევ ერთხელ უარყო, რომ რუსეთს უკრაინაში, ომში გამოსაყენებლად "კამიკაძე–დრონებს" აწვდის.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ ისინი ომში მყოფი ქვეყნების არცერთ მხარეს იარაღს არ აწვდიან.

"გამოქვეყნებულ ამბებს ირანის მიერ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ აქვს პოლიტიკური ამბიციები და მას დასავლური წყაროები ავრცელებენ. ჩვენ არ მიგვიწოდებია იარაღი ომში მყოფი ქვეყნების არცერთი მხარისთვის“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

უკრაინის განცხადებით, დღეს დილიდან რუზეთმა უკრაინაზე, მათ შორის კიევზე შეტევა "კამიკაძე– დრონებით" განაახლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S