უკრაინამ გირკინზე ჯილდო დააწესა
17/10/2022 08:36:07 მსოფლიო
უკრაინის ხელისუფლებამ ჯილდო დააწესა ტერორიზმში ბრალდებული იგორ გირკინის (იგივესტრელკოვი), „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის დატყვევებისთვის. სამხედროების ინფორმაციით, ის ამჟამად შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო გარანტიას იძლევა, გადაიხადოს იგორ გირკინის (სტრელკოვის) დატყვევებისთვის $100,000. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რუსმა ტერორისტმა გადაწყვიტა, განაახლოს თავისი მონაწილეობა ომში ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
მანამდე მსგავსი ინიციატივით რიგითი მოქალაქეები გამოვიდნენ. ისინი პირობას დებდნენ, რომ გირკინისთვის 10 000–10 000 დოლარს გადაიხდიდნენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტრელკოვი ფრონტის ხაზზე იმყოფება. ინფორმაცია რუსი "სამხედრო კორესპონდენტებისგან" გახდა ცნობილი, რომლებიც კრემლს უჭეენ მხარს.
„ჩემი წყაროების თანახმად, იგორი მაინც წავიდა, რათა იმსახუროს ერთ-ერთ მოხალისეთა ბატალიონში. მას ნება დართეს, იქ წასულიყო, როგორც შტაბის უფროსს ან ბატალიონის მეთაურის მოადგილეს“,– იტყობინება ბლოგერი ვლადლენ თათარსკი.
სტრელკოვმა არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კომპეტენცია. ოფიციალურად ხელისუფლებას ამაზე არავითარი რეაქცია არ მოუხდენია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რიგი ბლოგერებს ამოწმებდნენ სპეცსამსახურები „ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე“. მათ შორის იყო სტრელკოვი, რომლის ტელეგრამ–არხს 750 000 გამომწერი ჰყავს. საგულისხმოა, რომ ამჯერად ამოწმებენ კრემლის მხარდამჭერ ბლოგერებს.
„ჩვენი ინფორმაციით, როსკომნადზორის განცხადებას გენერალური შტაბის უფროსმა პირადად მოაწერა ხელი. მიზეზი თავდაცვის სამინისტროს და მისი გადაწყვეტილებების კრიტიკა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობის პროცესში“,– იტყობინება Mash.
ზოგიერთი კომენტატორი თვლის, რომ ფრონტზე გაგზავნა არის კრემლის არასისტემური კრიტიკოსის განეიტრალების მცდელობა.
„შესაძლოა, მისი კურატორები ФСБ-დან შეთანხმდნენ თავდაცვის სამინისტროსთან: ბოლოს და ბოლოს ფრონტზე მოკლავენ. და მეორე ვარიანტია – მის მოთვინიერებას და სისტემის ნაწილად ქცევას შეედებიან“.
ჟურნალისტები თვლიან, რომ გირკინი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია და მისი ტყვედ ჩავარდნა კრემლის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
უკრაინაში სტრელკოვს ბრალი ედება ტერორიზმში, წამებაში, მკვლელობაში და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევაში. ის გამოცხადდა საერთაშორისო ძებნაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებისთვის, რომელსაც 298 ადამიანი ემსხვერპლა.
.


