Accentnews.ge
ზელენსკი – კიევზე რუსული იერიშის შემდეგ: "რუსეთი ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას"

ზელენსკი – კიევზე რუსული იერიშის შემდეგ: "რუსეთი ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას"

17/10/2022 08:03:18 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღე დილით "კამიკაძე– დრონებით" უკრაინაზე, მათ შორის კიევზე რუსული ძალების შეტევას ეხმიანება და აცხადებს, რომ "რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინელების გატეხვას".

"მთელი ღამისა და მთელი დილის განმავლობაში მტერი ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას. "კამიკაძე–დრონებითა" და რაკეტებით უტევს მთელ უკრაინას. იერიში მიიტანეს კიევში, საცხოვრებელი კორპუსზე. მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან სასჯელს და გმობას მომავალი თაობებისგან. ჩვენ გავიმარჯვებთ", – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის: დღეს დილით რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში განაახლეს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის შევჩენკოს რაიონზე რუსებმა შეტევა ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განახორციელეს.

მისი ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან, სულ მცირე, 18 პირი ამოიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შევჩენკოს რაიონში სამი აფეთქება მოხდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის ცენტრზე, შევჩენკოს რაიონზე შეტევა 10 ოქტომბერსაც მიიტანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S