ბრიტანული დაზვერვა: "ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ რუსეთის ძალების ლოჯისტიკური პრობლემები უფრო გამწვავდა"
17/10/2022 07:58:25 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ცნობით, 8 ოქტომბერს ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ძალების წინაშე არსებული ლოჯისტიკური პრობლემები სავარაუდოდ, უფრო მწვავე გახდა.
უწყების ცნობით, ადგილზე სარემონტო სამუშაოები გრძელდება და ის მოძრაობისთვის ღიაა. თუმცა, გადასასვლელთან მომლოდინე სატვირთო მანქანების დიდი რიგი რჩება.
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, "ყირიმის გავლით მიწოდების მარშრუტების დეგრადაციის გამო სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზი ზაპოროჟიეს ოლქის გავლით უფრო მნიშვნელოვანი ხდება რუსეთის ოკუპაციის მდგრადობისთვის".


