Accentnews.ge
პუტინის ზრახვები არ შეცვლილა – ISW

პუტინის ზრახვები არ შეცვლილა – ISW

17/10/2022 07:48:29 მსოფლიო

საომარი მოქმედებების შეჩერება საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს იქამდე, რომ რუსეთი ახალი აგრესიისთვის მოემზადება. უკრაინამ უნდა გაათავისუფლოს მთელი თავისი ტერიტორია, – წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

„პუტინის განზრახვები უკრაინასთან დაკავშირებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, შეწყდება ცეცხლი, თუ მოხდება სხვა ტიპის რეგულირება. კრემლი საომარი მოქმედებების ნებისმიერ პაუზას იყენებს თავისი მიღწევების გასამყარებლად და ფრონტის ხაზის გასაყინად საუკეთესო კონფიგურაციით, რომელსაც პუტინი მიიღებს, რათა მოემზადოს უკრაინის წინააღმდეგ მომავალი ზეწოლისა და აგრესიისთვის. მათ, ვინც უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობას ეძებს, უნდა გაუძლონ ცდუნებას, გაყინონ საბრძოლო ხაზები უკრაინის საერთაშორისო საზღვრებთან ისე, რომ შეიქმნას პირობები კონფლიქტის განახლებისთვის რუსეთის პირობებით“,– ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ISW-ის ექსპერტები აღნიშნავენ, თუ უკრაინას სურს ამ ომიდან გამოსვლა, შესაძლებლობა, დაიცვას თავი რუსეთის მომავალი თავდასხმისგან და ჰქონდეს სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკა, რომელიც არ ეყრდნობა გრძელვადიან საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას, მან უნდა გაათავისუფლოს თითქმის მთელი თავისი ტერიტორია.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს, ISW აღნიშნავს, რომ ნახევარკუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ასევე ნატო–სთვის.

„რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ფლობა მას საშუალებას აძლევს, საჰაერო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები განათავსოს დასავლეთით 325 კილომეტრზე, ვიდრე ამას მისი ლეგალური ტერიტორიის გამოყენებით შეძლებდა. ეს საშუალებას აძლევს რუსეთს განათავსოს თვითმფრინავები სევასტოპოლში, რუსეთის ფედერაციის საჰაერო ბაზებიდან დასავლეთით დაახლოებით 300 კილომეტრში. ეს სხვაობები მნიშვნელოვანია საჰაერო და სარაკეტო საფრთხის მოცულობით, რომელიც რუსეთმა შეიძლება, შეუქმნას ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგს, ისევე როგორც, დაეხმარება რუსეთს, მოამზადოს და მხარი დაუჭიროს მომავალ შეჭრას უკრაინაში. ყველა უკრაინული მიწებიდან, რომლიც სურს ნატო–ს, რომ უკრაინამ დაიბრუნოს, ყირიმი პირველ ადგილზე უნდა იყოს“, - აცხადებენ მკვლევარები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S