Accentnews.ge
UNICEF: "უკრაინაში ომის გამო აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში 4 მილიონი ბავშვი სიღარიბეში აღმოჩნდა"

UNICEF: "უკრაინაში ომის გამო აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში 4 მილიონი ბავშვი სიღარიბეში აღმოჩნდა"

17/10/2022 07:14:21 მსოფლიო

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, უკრაინაში ომის გამო აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში 4 მილიონი ბავშვი სიღარიბეში აღმოჩნდა.

UNICEF-ს თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში ღარიბი ბავშვების რიცხვი 19%-ით გაიზარდა.

გაეროს ბავშვთა ფონდი სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო შესაძლოა, მკვეთრად მოიმატოს ისეთი ბავშვების რაოდენობამ, რომლებიც სკოლას ვერ ამთავრებენ და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდოს .

ფონდის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის 22 ქვეყნიდან რუსეთზე მოდის თითქმის ¾ ბავშვების, რომლებიც გაღარიბებულ ოჯახებში ცხოვრობენ. მათი რიცხვი 2.8 მილიონით გაიზარდა.

UNICEF-ის ინფორმაციით, ამჟამად სიღარიბეში ცხოვრობს 500 ათასი უკრაინელი ბავშვი. გაეროს ფონდის ცნობით, უკრაინაში ომის შედეგად საცხოვრებელი სახლების, სკოლების, წყლით და ელექტროენერგიით მომარაგების სისტემების და საავადმყოფოების ნგრევამ დააზარალა 7.5 მილიონი ბავშვი. ბავშვების სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხეშია ტერიტორიების დანაღმვის გამოც.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ დღეს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დაღუპულია 423 და დაჭრილია 810-ზე მეტი ბავშვი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S