Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები: "ქვეყნის სამხრეთში და აღმოსავლეთში ათობით "კამიკაძე– დრონი" გავანადგურეთ"

უკრაინის საჰაერო ძალები: "ქვეყნის სამხრეთში და აღმოსავლეთში ათობით "კამიკაძე– დრონი" გავანადგურეთ"

17/10/2022 07:08:36 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს, გამთენიისას, გაანადგურეს ათობით ირანული წარმოების "შადედ-136" ("კამიკაძე–დრონი"), უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით.

"17 ოქტომბერს, დილის 3:30-დან 6:50 საათამდე, სამხრეთში განადგურდა 15 კამიკაძე დრონი, ასევე სამი საკრუიზო რაკეტა აღმოსავლეთში. ექვსი უპილოტო თვითმფრინავი განადგურდა ოდესის ოლქის თავზე, ხუთი კი მიკოლაივის ოლქის თავზე“, - განაცხადეს საჰაერო ძალებმა.

საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა იყო.

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა ირანიდან 2 400 "კამიკაძე–დრონი" შეუკვეთა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S