რუსეთმა დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქებზე სარაკეტო იერიში მიიტანა
17/10/2022 06:33:15 მსოფლიო
დღეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
დნეპროპერტოვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ერთი რაკეტა მოხვდა ენერგოობიექტს, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რეზნიჩენკოს ცნობით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა 3 რაკეტა გაანადგურეს.
"საარტილერიო შეტევა განხორციელდა ნიკოპოლის რაიონის დასახლებულ პუნქტებზე, სადაც დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები", – აცხადებს რეზნიჩენკო. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დმიტრო ჟივიცკის ცნობით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე რომენსკის რაიონში. არიან დაშავებულები. კონკრეტულ ობიექტს ჟივიცკი ჯერ–ჯერობით არ ასახელებს.
დღეს დილით შეტევა განხორციელდა კიევის ცენტრზეც. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, რუსმა სამხედროებმა კიევის შევჩენკოს რაიონს ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეუტიეს.


