Accentnews.ge
კიევს ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეუტიეს – დედაქალაქის მერი

კიევს ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეუტიეს – დედაქალაქის მერი

17/10/2022 05:52:43 მსოფლიო

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დღეს დილით დედაქალაქის შევჩენკოს რაიონზე რუსებმა შეტევა ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განახორციელეს.

კლიჩკოს ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გაუჩნდა არასაცხოვრებელ ობიექტს. ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და ექიმები მუშაობენ.

მერმა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერ დაზუსტებული არ არის.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შევჩენკოს რაიონში სამი აფეთქება მოხდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის ცენტრზე, შევჩენკოს რაიონზე შეტევა მიიტანეს 10 ოქტომბერსაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S