Accentnews.ge
ამინდის 17– 18 ოქტომბრის პროგნოზი

ამინდის 17– 18 ოქტომბრის პროგნოზი

17/10/2022 03:50:39 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი ამინდი. ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი გრილი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქ.თბილისში 19 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S