ნატო დღეიდან იწყებს წვრთნებს, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს
17/10/2022 03:36:39 მსოფლიო
ნატო დღეიდან იწყებს წვრთნებს, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს.
ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ლიანსში აცხადებენ, რომ სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არის რუტინული.
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, წვრთნები სახელწოდებით "უდრეკი შუადღე“ (‘Steadfast Noon’) ყოველწლიურად ტარდება.
"უდრეკი შუადღე“ ყოველწლიური წვრთნებია, რათა უზრუნველვყოთ საიმედო, ეფექტიანი და უსაფრთხო ბირთვული შეკავება", – განაცხადა სტოლტენბერგმა 11 ოქტომბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
სასწავლო ფრენები განხორციელდება ბელგიის ტერიტორიაზე, რომელიც მასპინძლობს წვრთნებს, ასევე ჩრდილოეთ ზღვასა და დიდ ბრიტანეთში.


