ზელენსკი მოსახლეობას ღამის საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს
17/10/2022 03:32:19 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება ღამის საათებში.
კვირას გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში ზელენსკიმ მოსახლეობას განუმარტა, რომ რუსეთის "ტერორისტული სარაკეტო იერიშების" შედეგად ხელისუფლება იძულებულია, შეზღუდოს უკრაინის ზოგიერთი ქალაქისა და რაიონის ელექტროენერგიით მომარაგება, რათა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის სტაბილური მუშაობა.
"მაგრამ ასეთი მასტაბილიზებელი გამორთვა შეგვიძლია არ გავაკეთოთ, თუ ჩვენ ყველანი უკრაინაში შეგნებულად მოვეკიდებით ელექტროენერგიის მოხმარებას პიკის საათებში", - დასძინა ზელენსკიმ.
რუსეთმა 10 ოქტომბრიდან გააქტიურდა სარაკეტო შეტევა უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.


