Accentnews.ge
ბლინკენი: "უკრაინაში ომმა შესაძლოა, მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობა 70 მილიონით გაზარდოს"

ბლინკენი: "უკრაინაში ომმა შესაძლოა, მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობა 70 მილიონით გაზარდოს"

17/10/2022 03:22:29 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, "უკრაინაში ომმა შესაძლოა, მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობა 70 მილიონით გაზარდოს".

"გლობალურმა პანდემიამ, კლიმატური კრიზისის ზეგავლენის ზრდამ, ენერგომატარებლებსა და სასუქზე ფასების მატებამ, და ასევე რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ მთლიანობაში დაარღვიეს წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვი და მსოფლიოში, განსაკუთრებით მოსახლეობის ყველაზე უფრო დაუცველ ფენებში, სასურსათო უსაფრთხოების მკვეთი დაცემა გამოიწვიეს", - აცხადებს ბლინკენი.

მისი თქმით, 2022 წელს 190 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა მწვავე სასურსათო არასტაბილურობის წინაშე.

2022 წლის სექტემბერში გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსოფლიოში სურსათის უვნებლობის პრობლემის მოსაგვარებლად 2,9 მილიარდ დოლარზე მეტი მორიგი დახმარების გამოყოფა გამოაცხადა, რაც გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად წელს უკვე გამოყოფილ 6,9 მილიარდი დოლარს დაემატება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S