Accentnews.ge
ჩინეთმა და ეგვიპტემ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს

ჩინეთმა და ეგვიპტემ თანამოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს

17/10/2022 03:20:46 მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უკრაინაში ჩინეთის საელჩომ მოუწოდეს თანამოქალაქეებს, "დატოვონ უკრაინა ქვეყანაში უსაფრთხოების დაძაბული ვითარების გათვალისწინებით".

ჩინეთის საელჩო მოქალაქეებს ევაკუაციის ორგანიზებაში დახმარებას სთავაზობს.

მსგავსი მოწოდება გააკეთა კიევში ეგვიპტის საელჩომ. დიპლომატიური უწყება თანამოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს:

"ქვეყნის დატოვება რეკომენდებულია მეზობელ ქვეყნებში არსებული სახმელეთო მარშრუტების გამოყენებით. მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ და თავი აარიდოთ სახიფათო ზონებს".

ანალოგიური განცხადებები რამდენიმე ქვეყნის საელჩომ მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა 10 ოქტომბრიდან გააქტიურდა სარაკეტო შეტევა უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S