2022 წელს რუსეთში მცხოვრები ყოველი მესამე ებრაელი შესაძლოა, ისრაელში დაბრუნდეს
17/10/2022 03:15:20 მსოფლიო
უკრაინაში ომის ფონზე 2022 წელს რუსეთიდან 61 ათასი ებრაელი შესაძლოა, ისრაელში დააბრუნონ. 26 ათასი ადამიანი უკვე ჩავიდა ქვეყანაში, კიდევ 35 ათასი ელოდება დოკუმენტების მიღებას. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Guardian იუწყება ებრაული სააგენტო "სოხნუტზე" დაყრდნობით, რომელიც რეპატრიანტებს დოკუმენტების დამუშავებაში ეხმარება.
ეს არის დაახლოებით 165 ათასი ადამიანი, რაც "სოხნუთის" ცნობით, რუსეთში მცხოვრები ებრაელების საერთო რაოდენობის ერთ მესამედს შეადგენს. მიმდინარე თვის დასაწყისში, ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭრა წინადადებას, რომელიც რეპატრიაციის უფლების მქონე რუსეთის მოქალაქეებისათვის საიმიგრაციო პროცედურის დაჩქარებას ითვალისწინებს.


