მინსკი – ბელარუსში 9 000–მდე რუსი სამხედრო განთავსდება
17/10/2022 03:11:30 მსოფლიო
ბელარუსის ტერიტორიაზე, "რეგიონული დაჯგუფების" შემადგენლობაში 9 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე განლაგდება. ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ვალერი რავენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
10 ოქტომბერს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშეკომ განაცხადა, რომ მინსკი და მოსკოვი ქმნიან ჯარების ერთობლივ "რეგიონულ დაჯგუფებას", რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“.
ამ გადაწყვეტილების ფარგლებში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების პირველი ნაკადი ბელარუსში 15 ოქტომბერს ჩავიდა.


