ისრაელის მინისტრი: "დროა, უკრაინამ ჩვენგან სამხედრო დახმარება მიიღოს"
17/10/2022 03:10:06 მსოფლიო
ისრაელის მინისტრი დიასპორის საკითხებში ნახმან შაი აცხადებს, რომ უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება უნდა მიიღოს.
მისი თქმით, ეჭვი აღარ არის, თუ სად უნდა იდგეს ისრაელი ამ „სისხლიან კონფლიქტში“.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. აღარ არის ეჭვი, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დროა, უკრაინამ მიიღოს ისეთივე სამხედრო დახმარება, როგორსაც აშშ და ნატო–ს ქვეყნები აწვდიან”, - წერს ნახმან შაი სოციალურ ქსელში.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ოფიციალური თეირანი რუსეთში რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც უკრაინაში, ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად არის განკუთვნილი.


