Accentnews.ge
ჰოჯესი: "ყირიმი ზაფხულისთვის თავისუფალი იქნება"

ჰოჯესი: "ყირიმი ზაფხულისთვის თავისუფალი იქნება"

17/10/2022 03:05:46 მსოფლიო

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ყირიმი ზაფხულისთვის თავისუფალი იქნება.

"როდესაც სიტუაციას ვაკვირდები, ვხედავ, რომ რუსების მდგომარეობა ყოველ კვირას უარესდება. ამბობენ, რომ ომი ნებისყოფისა და ლოგისტიკის გამოცდაა. ორივე თვალსაზრისით უკრაინა ბევრად უკეთესია", - განაცხადა ჰოჯესმა გერმანულ გამოცემა FAZ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ კიევისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირება.

"ასე რომ, ისინი ყველაფერს აკეთებენ ომის გასახანგრძლივებლად და დასავლეთში შიშისა და დაუცველობის გასავრცელებლად. ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებენ, მათ შორის ახალგაზრდებს, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად იწვევენ, ასევე თავდასხმებს დასავლეთის ინფრასტრუქტურაზე", - აცხადებს ჰოჯესი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S