Accentnews.ge
"კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!" - ხვალ მერიასთან აქცია დააანონსეს

"კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!" - ხვალ მერიასთან აქცია დააანონსეს

16/10/2022 08:14:18 საზოგადოება

"კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა", - ამ სახელწოდებით, ხვალ 9:00 საათზე თბილისის მერიასთან აქცია გაიმართება.

მოქალაქეთა ნაწილი 13 ოქტომბერს "ვაკის პარკში" მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერსა და უწყების თანამშრომლებს აკისრებს. ისინი მოითხოვენ, კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

"ორშაბათს, დილის 9 საათზე, ვიკრიბებით მერიის მთავარ შესასვლელთან. ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია. მერმა და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე. გელოდებით ყველას, უთხარით თქვენი სათქმელი დამნაშავეებს", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ცნობისთვის: 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში თბილისში, "ვაკის პარკის" შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და იგი კლინიკიდან გაწერეს. კიდევ ერთს დაშავებულ მოზარდს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S