Accentnews.ge
მასკი: "SpaceX უკრაინისთვის Starlink-ის საფასურის გადახდას გააგრძელებს"

მასკი: "SpaceX უკრაინისთვის Starlink-ის საფასურის გადახდას გააგრძელებს"

16/10/2022 07:58:59 მსოფლიო

SpaceX-ის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, კომპანია უფასოდ გააგრძელებს უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის უზრუნველყოფას. ამის შესახებ იგი Twitter-ში პირად გვერდზე წერს.

“ჯოჯოხეთსაც წაუღია… მიუხედავად იმისა, რომ Starlink ჯერ კიდევ კარგავს ფულს და სხვა კომპანიები გადასახადების გადამხდელების მილიარდობით დოლარს იღებენ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას”, - წერს მასკი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-მა და ილონ მასკმა კიევს Starlink-ის ათასობით სისტემა გადასცეს. ამან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, კავშირი დაემყარებინა ე.წ მკვდარ ზონაში. Yahoo News-ის თანახმად, ენერგოეფექტური სატელიტური მიმღებების მეშვეობით, უკრაინას საშუალება მიეცა, მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატებით რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია რუსული ძალების გადაადგილების და მათი სამიზნე ობიექტების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S