თურქეთში მაღაროში მომხდარ აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
15/10/2022 12:32:03 მსოფლიო
თურქეთში, ქალაქ ამასრაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში წუხელ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა.
აფეთქებისას შახტაში 110 ადამიანი მუშაობდა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ შახტაში ჩარჩენილთა ნაწილს. ოფიციალური უწყებების ცნობით, შახტიდან 58 ადამიანი უკვე ამოიყვანეს.
დღეს ამასრაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ელოდებიან.
თურქეთში შახტაში ყველაზე მასშტაბური ინციდენტი 2014 წელს მოხდა, როდესაც 301 ადამიანი დაიღუპა ქალაქ სომაში.


