Accentnews.ge
რუსეთის ბელგოროდში ელექტროსადგური იწვის

რუსეთის ბელგოროდში ელექტროსადგური იწვის

14/10/2022 18:30:08 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდში 110 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგური იწვის,– ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თავის ტელეგრამ–არხზე დაწერა.

მისი თქმით, ქალაქი დაიბომბა.

"ჩვენ ვეცდებით რაც შეიძლება სწრაფად აღმოვფხვრათ შედეგები. სარეზერვო წყაროზე გადასვლის სავარაუდო დრო 4 საათამდეა. წყალმომარაგება ნორმალურია, ტუმბოები გადართულია სხვა ელექტროგადამცემ ხაზებზე", - განაცხადა მან.

მანამდე ადგილობრივები წერდნენ, რომ ქალაქის ზოგიერთი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

13 ოქტომბერს საღამოს, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ბელგოროდის მახლობლად, სოფელ ოქტიაბრსკის შაქრის ქარხნის მიდამოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ისმოდა აფეთქებების ხმებიც. მოგვიანებით ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ ერთ-ერთ სოფელში. სოფელი არ დაუზუსტებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S