Accentnews.ge
მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსების ხოცვას – დანილოვი

მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსების ხოცვას – დანილოვი

14/10/2022 18:10:46 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ დროის საკითხია, "როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსების ხოცვას".

მისი დაკვირვებით, რუსეთში ამჟამად მინიმუმ 4 არმია ყალიბდება, რომლებიც ერთმანეთში კონფლიქტს დაიწყებენ ძალაუფლებისთვის. მას მხედველობაში აქვს ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის არმია, რომელთაც კადიროველებსაც უწოდებენ და რომელიც, დანილოვის თქმით, "პირობითად არ ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს"; საუბრობს კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მფლობელ ევგენი პრიგოჟინზეც. "კიდევ ერთი “არმია” როსგვარდიის ხელმძღვანელს ვიქტორ ზოლოტოვს ჰყავს. მეოთხე არმიას კი მინისტრ შოიგუს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროები წარმოადგენენ" – ამბობს დანილოვი. ამ გარემოებაზე სხვა დამკვირვებლებიც ამახვილებენ ყურადღებას, ხოლო რუსი ოპოზიციონერები ამის გამო შიშობენ.

“რუსეთში ახლა საკმაოდ რთული ვითარებაა. იქ დღეისთვის მინიმუმ, ოთხი არმია ჩნდება. როგორ დაიწყებენ ისინი ერთმანეთთან საუბარს, როგორ მიღებენ მონაწილეობას ამა თუ იმ მოვლენებში, ჯერ რთულია ამის თქმა… ეს ოთხი არმია ადრე თუ გვიან დაიწყებს ერთმანეთთან დავას. მე არაერთხელ მითქვამს, როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზევე რუსების ხოცვას, მხოლოდ დროის საკითხია”, - ამბობს დანილოვი.

მანამდე ამ საკითხზე Gulagu.net–ის დამფუძნებელმა ვლადიმირ ოსეჩკინმაც ისაუბრა, რომელიც საკუთარი უფლებადაცვითი საქმიანობის გამო გახდა იძულებული, დაეტოვებინა რუსეთი.

მისი ინფორმაციით, ФСБ–ს აშფოთებს ფაქტობრივად უკონტროლო ორი არმია, რომელიც ამჟამად რუსეტში არსებობს. საუბარია კადიროველებზე და პრიგოჟინის „ვაგნერზე“.

„არსებობს უზარმაზარი დაჯგუფება, მათ შორის აგრესიული და ფაქტობრივად, სახელმწიფოს მიერ უკონტროლო, რომელშიც ასევე შედის 1000–მდე მსჯავრდებული, ისინი ფლობენ ტანკებს, თვითმფრინავებს და რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მოქმედების დროს სწორედ რომ პრიგოჟინი (და არა მილიარდერები და უსაფრთხოების სამსახური) შეძლებს, გადამწყვეტი ფაქტორი ითამაშოს რუსეთში მოვლენათა განვითარებაში თვალსაწიერ მომავალში. თუ წარმოვიდგენთ, რომ ომი მთავრდება და სამხედროები ბრუნდებიან რუსეთში, ხოლო რუსეთი ამ ომს აგებს, რომელიც თავადვე დაიწყო, გასაგებია, რომ პუტინის რეიტინგი ეცემა გეომეტრიული პროგრესიით და ერთადერთი, ვინც შეძლებს წინ აღუდგეს, იქნება პრიგოჟინი გენერალიტეტთან ერთად, რომელსაც ფლობს ამ არმიას და რომლისაც ძალოვანებს ეშინიათ. ხოლო თუ ომი ჭიანურდება და დაახლოებით ნახევარ, ერთ წელიწადში იქმნება ეკონომიკური კოლაფსი, შიდა მღელვარება იქნება და თუ სახელმწიფო ორგანოები ამგვარად გააგრძელებენ მუშაობას, კერძო სამხედრო დაჯგუფების წევრები მიეჩვივნენ იქეთ–აქეთ სროლას, მით უფრო რომ მათ კურატორები ჰყავთ, რომლებიც მათ დანაშაულს ხელს აფარებენ. ამდენად, დიახ, ეს ძალაა და სერიოზული საფრთხე და სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურში მსახურობს, შოკშია, რომ მათ თვალწინ იზრდება ეს მონსტრი მსხვილი ფინანსებით და კავშირებით“.

ამავე კონტექსტში ახსენებს ოსეჩკინი „კადიროველებს“, რომელსაც ის ასევე „შავი ფულით“ დაფინანსებულ კერძო სამხედრო დაჯგუფების წევრებად მოიხსენიებს.

„ეს მოიცავს როსგვარდიას, ბანდიტებს... ФСБ ამის გამოც შიშობს. თავად უშვებენ დემონებს კონტროლიდან და ახლა თავადვე არიან უკიდურესად შეშფოთებულები, რომ ამ ისტორიაში კონტროლი დაკარგეს. უნდა გვესმოდეს, რომ ისინი შავი ფულით ფინანსდებიან“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S