Accentnews.ge
გაეროს წარმომადგენელი: "გაუპატიურება რუსეთის სამხედრო სტრატეგიის ნაწილია“ უკრაინაში"

გაეროს წარმომადგენელი: "გაუპატიურება რუსეთის სამხედრო სტრატეგიის ნაწილია“ უკრაინაში"

14/10/2022 13:11:03 მსოფლიო

"გაუპატიურება რუსეთის საომარი სტრატეგიის ნაწილია უკრაინაში და მსხვერპლის დეჰუმანიზაციის წინასწარ განზრახულ ტაქტიკას წარმოადგენს", - ამის შესახებ გაეროს წარმომადგენელმა სექსუალური ძალადობის საკითხებში პრამილა პატენმა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყველა ნიშანი სახეზეა. როცა ქალები დაჭერილი ჰყავთ რამდენიმე დღით და აუპატიურებენ, როცა აუპატიურებენ პატარა ბიჭებს და კაცებს, როცა ხედავთ სასქესო ორგანოების დამახინჯების შემთხვევებს, როცა ისმენთ ქალების ჩვენებებს რუსი სამხედროების შესახებ, რომლებიც „ვიაგრით“ არიან მომარაგებული, ეს ნამდვილი სამხედრო სტრატეგიაა“, - განაცხადა პატენმა.

მისი თქმით, „როცა მსხვერპლი გიამბობთ, თუ რაზე ლაპარაკობდნენ გაუპატიურების დროს, ეს მართლაც მსხვერპლის დეჰუმანიზაციის წინასწარ განზრახული ტაქტიკაა“.

როგორც მან აღნიშნა, გაერომ დაადასტურა გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ასზე მეტი შემთხვევა უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ.

"ეს არის მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევები, ეს არის აისბერგის წვერი. შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, მსხვერპლთა ასაკი 4-დან 82 წლამდე მერყეობს. მსხვერპლი ძირითადად ქალები და გოგონები არიან, მაგრამ ამავე დროს კაცები და ბიჭებიც. ძალიან ძნელია უშუალოდ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს სტატისტიკის წარმართვა, და რიცხვები არასოდეს ასახავს რეალობას, რადგან სექსუალური ძალადობა მდუმარე დანაშაულია, რომელზეც, უფრო ხშირად, არ იტყობინებიან“, - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S