მასკი უკრაინაში Starlink-ის დაფინანსებას პენტაგონს სთხოვს
14/10/2022 12:32:35 მსოფლიო
ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის კომპანია „SpaceX“ აცხადებს, რომ აღარ შეუძლია, უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდება დააფინანსოს და ამისათვის თანხებს პენტაგონს სთხოვს.
CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში მასკმა პენტაგონს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღარ შეეძლო პროგრამის დაფინანსება. დოკუმენტში ასევე ნათქვამი იყო, რომ პენტაგონს პროგრამის დაფინანსება წლის ბოლომდე 120 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებოდა, ხოლო დამატებით, 1 წლის განმავლობაში, კიდევ 400 მილიონი აშშ დოლარი.
მასკმა უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდების გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან მალევე მიიღო.
მასკსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც მილიარდერმა „სამშვიდობო გეგმა“ გამოაქვეყნა.


