Accentnews.ge
ქერჩის ხიდის აღდგენის ვადამ მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან 2023 წლის ივლისამდე გადაიწია

ქერჩის ხიდის აღდგენის ვადამ მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან 2023 წლის ივლისამდე გადაიწია

14/10/2022 11:51:38 მსოფლიო

რუსეთის მთავრობამ 8 ოქტომბრის აფეთქების შედეგად დაზიანებული ქერჩის ხიდის აღდგენა კომპანია «Нижнеангарсктрансстрой»-ს დაავალა და ვადად 2023 წლის პირველი ივლისი განუსაზღვრა, მაშინ, როცა ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერი სერგეი აქსიონოვი ირწმუნებოდა, რომ ხიდი მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე იქნებოდა აღდგენილი.

ცნობისთვის: ხიდის აფეთქებამ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს შორის გადაადგილების სერიოზული პრობლემები შემქნა, ხიდის ორივე მხარეს ტრანსორტის უზარმაზარი რიგებია, რაც მათ შორის ნახევარკუნძულის პირველადი საჭიროების ნივთებითა და კვების პროდუქტებით მომარაგების პრობლემას ქმნის.

აფეთქების შემდეგ ამოქმედდა საბორნე გადასასვლელი, თუმცა მისით სარგებლობა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში, მაგალითად ძლიერი ქარის პირობებში საბორნე მიმოსვლა ჩერდება და პროდუქტით დატვირთული სატვირთოები დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ აღწევენ რის გამოც მალფუჭებადი პროდუქტების მსხვილი პარტიები მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ხდება.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აფეთქებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსა და უშუალოდ მის ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვს ადანაშაულებს, საქმის ფარგლებში დაკავებულია 8 ადამიანი, მათ შორის - რუსეთის 5, ასევე ურკაინისა და სომხეთის მოქალაქეები.

სიმფეროპოლის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 5 მათგანს.

დაკავებულთა ადვოკატები ფაქტს ადასტურებენ, თუმცა საქმის დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ.

არტიომ და გიორგი აზატიანები, რომან სოლომკო, ვლადიმირ ზლობა და არტურ ტერჩანიანი ციხეში 8 დეკემბრამდე დარჩებიან. ამ დროისთვის საქმის არსებითი განხილვაა დაწყებული.

თავის მხრივ უკრაინა დარწმუნებულია, რომ ეს აფეთქება მოსკოვის მოწყობილია, რათა შემდგომში ამის საფუძველზე დაეწყო უკრაინის ის მასობრივი დაბომბვები, რომელსაც ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S