
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა "ბრექსითის" შეთანხმებას მიაღწიეს
17/10/2019 11:06:53 სხვა, მსოფლიო
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა "ბრექსითის" შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ბრიტანეთის პარლამენტი დაუჭერს თუ არა მხარს ბრექსითის ახალ შეთანხმებას.
დემოკრატიული უნიონისტების პარტიის (DUP) წევრმა კარლ დინენმა განაცხადა, რომ "DUP შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს".
ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს.
ჯონსონის მთავარი მიზანი ე.წ. ბექსტოპის მექანიზიმს ამოღება და ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საბაჟო საზღვრის პრობლემის გადაჭრა იყო. როგორც ამ დროისათვის არის ცნობილი, ახალი გეგმის მიხედვით ჩრდილოეთ ირლანდიაზე, გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილებისაგან განსხვავებული პირობები გავრცელდება, რასაც DUP ეწინააღმდეგება.