Accentnews.ge
რუსული ჯარების ელიტარული ნაწილები უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდიან – მედია

რუსული ჯარების ელიტარული ნაწილები უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდიან – მედია

14/10/2022 10:41:42 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან დღემდე დადასტურებულია 7502 რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის დაღუპვა,– ნათქვამია BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონას“ ერთობლივ კვლევაში.

მათივე ცნობით, ფრონტზე 21 სექტემბრის შემდეგ სულ მცირე, 11 მობილიზებული დაიღუპა და რუსული ჯარების ელიტარული ნაწილები მძიმე დანაკარგებს განიცდიან.

კვლევა ეყრდნობა ღია წყაროებს: რეგიონული ხელისუფლებების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ანგარიშების, დაღუპულთა ნათესავების ინტერვიუებს. ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ რეგიონებში ყველა გარდაცვლილის შესახებ არ იუწყებიან, ხოლო რუსულ სასაფლაოებზე დაკრძალვის რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის რეალური დანაკარგები შეიძლება, დასახელებულ ციფრს ორჯერ აღემატებოდეს. მაგალითად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კალინინგრადის მედვედევკას სასაფლაოს სამხედრო ხეივანზე რამდენიმე ახალი საფლავი გაირა. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაღუპული ჯარისკაცების 29 საფლავიდან, 11 ადამიანის სახელი - ანუ 38% - საჯაროდ არ დასახელებულა.

კვლევაში სეპარატისტების დანაკარგები არ არის გათვალისწინებული. დონეცკის ე.წ. ხელისუფლება ოქტომბრის დასაწყისში იტყობინებოდა 3 285 დაღუპული სამხედროს შესახებ.

14 ოქტომბრის მონაცემებით, ჟურნალისტებმა ფრონტზე მობილიზებული 11 ადამიანის დაღუპვის დადასტურება მოახერხეს. მათი უმეტესობა საწვრთნელ ბაზაზე 25-28 სექტემბერს მივიდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ მაქსიმუმ 10 დღე ჰქონდათ წვრთნისთვის.

მობილიზებულთა ომში სათანადო მომზადების გარეშე გაგზავნის მიზეზად სახელდება ფრონტზე არსებული მძიმე ვითარება, სადაც უკრაინული ძალები აგრძელებენ შეტევას, რუსული ქვედანაყოფების არასაკმარისი დაკომპლექტება, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრების ცუდი მდგომარეობა.

გარდა ამისა, სულ მცირე, 18 მობილიზებული დაიღუპა რუსეთის სამხედრო ნაწილში.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 2 200 დაღუპულთა შორის სპეცრაზმის ჯარისკაცები და ოფიცრები, საზღვაო ქვეითები და სამხედრო მფრინავები არიან, რომელთა მომზადებასაც წლები და უზარმაზარი ფინანსური რესურსი სჭირდება. დაღუპულთა 17% სამხედრო ოფიცერია, დაიღუპა 4 გენერალი და 39 პოლკოვნიკი.

რეგიონებს შორის დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით კვლავ ლიდერობს დაღესტანი (319 ადამიანი), მეორე ადგილზეა კრასნოდარი (303 ადამიანი), ხოლო ბურიატია მესამე ადგილზეა (297 ადამიანი).

***

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ უკანასკნელად განაცხადა მობილიზაციის დაწყების დღეს - 21 სექტემბერს გააკეთა. სერგეი შოიგუს თქმით, დაიღუპა 5937 რუსი სამხერო, რაც ჩამორჩება იმ დროისთვის ჟურნალისტების მიერ ღია წყაროებით მოპოვებულ ცნობებსაც კი.

სექტემბერში ბრიტანულმა დაზვერვამ 25 ათასი რუსი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ამ მონაცემში არ შედის დაჭირლთა და ტყვედ ჩავარდნილთა რაოდენობა.

უკრაინის შეიარაღებული გენშტაბის 14 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, კრემლმა უკრაინაში 64 300 სამხედრო დაკარგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S