Accentnews.ge
"გაზპრომის" ხელმძღვანელის სიტყვიერი ინტერვენციების მიუხედავად, ევროპაში გაზის ფასი 150 ევროს ჩამოსცდა

"გაზპრომის" ხელმძღვანელის სიტყვიერი ინტერვენციების მიუხედავად, ევროპაში გაზის ფასი 150 ევროს ჩამოსცდა

14/10/2022 10:17:22 მსოფლიო

"ევროპის გაყინვის" შესახებ რუსი პროპაგანდისტებისა და "გაზპრომის" ხელმძღვანელის სიტყვიერი ინტერვენციების მიუხედავად, ევროპაში გაზის ფასი ვარდნას განაგრძობს და დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1მვტ/სთ-ში 150 ევროს ჩამოსცდა. გერმანიის გაზსაცავები უკვე 95%-ითაა შევსებული, მეტეოროლოგები კი წელს ჩვეულებრივზე თბილ ზამთარს პროგნოზირებენ.

ამჟამად Dutch TTF ფიუჩერსის ფასი ივნისიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს მოკლე პერიოდით 340 ევრომდე იყო ავარდნილი.

გერმანია თავისი გაზსაცავების 95%-მდე შევსებას პირველი ნოემბრისთვის ვარაუდობდა, მაგრამ ამ მიზანს დროზე ადრე მიაღწია. მთლიანობაში კი ევროკავშირში, Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, გაზსაცავები 91,6%-ითაა შევსებული.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, რბილი ზამთარი ევროპას გათბობის სეზონზე გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესაძლებლობას მისცემს.

ცნობისთვის: ოთხშაბათს "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ მოახლოებულ ზამთარში ევროპაში "შესაძლოა, მთელი რიგი ქალაქები გაიყინოს და 2023 წლის მარტისთვის ევროპის გაზსაცავებში მხოლოდ 5%-იანი მარაგი დარჩება, თუკი რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას პირველი ნოემბრიდან სრულად შეუწყვეტს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S