Accentnews.ge
ერდოღანი: "თურქეთის თრაკიას რეგიონი ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორიაა, საიდანაც გაზი ევროპას მიეწოდება"

ერდოღანი: "თურქეთის თრაკიას რეგიონი ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორიაა, საიდანაც გაზი ევროპას მიეწოდება"

14/10/2022 10:17:56 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორია, საიდანაც შემდეგ გაზი ევროპას მიეწოდება, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით თრაკიას რეგიონია.

მისი თქმით, თურქეთს უკვე გააჩნია ბუნებრივი აირის ჰაბი, რომელიც რესურსის ქვეყნის შიგნით მოხმარების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, ახალი ჰაბი კი საერთაშორისო მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერდოღანს დღეს გამართულ შეხვედრაზე თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა შესთავაზა.

„თქვენს ენერგეტიკის მინისტრთან და კომპანია Botas-ის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ, შევთანხმდით „გაზპრომთან“ და მე ეს საჯაროდ ვთქვი, რომ თუ თურქეთი და ჩვენი პოტენციური მყიდველები სხვა ქვეყნებიდან დაინტერესდებიან, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ კიდევ ერთი გაზსადენის სისტემის მშენებლობა და თურქეთის ტერიტორიაზე გაზის ჰაბის შექმნა სხვა ქვეყნებში, მესამე ქვეყნებში გაზის გასაყიდად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა პუტინმა ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ.

პუტინის თქმით, თურქეთი ყველაზე საიმედო პარტნიორია ევროპისკენ ენერგორესურსების ტრანზიტისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S