ყირიმში ქერჩის ხიდის აფეთქების საქმის 5 ფიგურანტი დააკავეს
14/10/2022 10:14:21 მსოფლიო
სიმფეროპოლის (ანექსირებული ყირიმი) რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებულმა სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გაამწესა 5 პირი, რომელიც ქერჩის ხიდის აფეთქების საქმის ფარგლებშია ბრალდებული, - იუწყება რუსული მედია.
დაკავებულთა ადვოკატები ფაქტს ადასტურებენ, თუმცა საქმის დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ.
არტიომ და გიორგი აზატიანები, რომან სოლომკო, ვლადიმირ ზლობა და არტურ ტერჩანიანი ციხეში 8 დეკემბრამდე დარჩებიან. ამ დროისთვის საქმის არსებითი განხილვაა დაწყებული.
12 ოქტომბერს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ხიდის აფეთქების ორგანიზება უკრაინის დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა განახორციელა. რუსულმა სპეცსამსახურებმა თითქოსდა დაადგინეს, 12 თანამზრახველი, რომელთაგან, მისივე ინფორმაციით, 8 დაკავებულია.


