თურქეთში მიიღეს კანონი, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს
14/10/2022 09:22:47 მსოფლიო
თურქეთში მიიღეს კანონი, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს.
ახალი კანონის თანახმად, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ნებისმიერ პირს, მათ შორის ჟურნალისტებსა თუ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ისეთ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, რომელსაც ხელისუფლება "ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანდაცვისათვის" სახიფათოდ ჩათვლის.
უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ აღნიშნული ნორმა სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს.


