Accentnews.ge
რუსეთის ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა

14/10/2022 08:41:37 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებას, – იუწყება რუსული მედია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, "ბელგოროდის ოლქის სოფელ ოქტიაბრსკში მდებარე საწყობზე შეტევა განხორციელდა უკრაინის ტერიტორიიდან და დარტყმის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია".

დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვს ჯერ–ჯერობით არ ასახელებენ.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან რუსეთის გვარდიის წარმომადგენლები.

უკრაინას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S