
რუსულმა არმიამ ომში 64 000 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
14/10/2022 08:21:25 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 500 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან ყველაზე მეტი ბახმუტის და ავდეევკას მიმართულებით, – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 12 ოქტომბერს.
ჯამში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა დაკარგეს დაახლოებით 64 300 ჯარისკაცი – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა:
- ტანკი – 2521,
- ჯავშანტექნიკა – 5172 (+5),
- საარტილერიო სისტემა – 1566 (+10),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 362 (+5),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 186 (+3),
- საბრძოლო თვითმფრინავი – 268,
- ვერტმფრენი – 240,
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1199 (+17),
- გემი/ნავი –16,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3944 (+9),
- სპეცტექნიკა –142 (+2),
- ფრთოსანი რაკეტა – 316.
21 სექტემბერს, ექვს თვეში პირველად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის ომში 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა.