Accentnews.ge
ანდრია ჯაღმაიძე: "დეკემბერში პატრიარქის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არის მორიგი ფანტაზია"

ანდრია ჯაღმაიძე: "დეკემბერში პატრიარქის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არის მორიგი ფანტაზია"

14/10/2022 08:00:40 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „მორიგ ფანტაზიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს.

„ვნახე [ეს ინფორმაცია], ტყუილებით სავსე სიუჟეტი იყო. შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომაზე, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. მღვდელმთავრები ზოგადად ამის წინააღმდეგ არიან, პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, განწყობაც შესაბამისია, პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, - აღნიშნავს ანდრია ჯაღმაიძე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S