ბელარუსში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოაცხადეს
14/10/2022 06:17:59 მსოფლიო
ბელარუსში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოცხადდა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ აღნიშნულის მიზეზად დაასახელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ცალკეული მოსაზღვრე სახელმწიფოების მხრიდან იგეგმება პროვოკაციები, დაკავშირებული ლამის ბელარუსის ტერიტორიის ცალკეული მონაკვეთების მიტაცებასთან“.
"დღეს ბელარუსს საფრთხის უნდა ეშინოდეს ყველა მხრიდან, აღმოსავლეთის გარდა", – განაცხადა მაკეიმ.
ბელარუსს აღმოსავლეთიდან რუსეთი ესაზღვრება. ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებია უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვიაც.
უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა, ნატო–ს და ევროკავშირის წევრი პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია კი, უკრაინის აქტიური მხარდამჭერები არიან.


