კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში აფეთქებების შესახებ იუწყებიან
14/10/2022 06:05:15 მსოფლიო
უკრაინის საზღვარზე მდებარე კურსკის რეგიონში, ელექტრო ქვესადგურში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად უშუქოდ დარჩნენ სოფლები ტეტკინო და პოპოვო-ლეჟაჩი. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა.
გუბერნატორის თქმით, აფეთქების მიზეზი უკრაინის მხრიდან განხორციელებული დაბომბვა გახდა.
მისი განცხადებით, სულ ტეტკინოსა და პოპოვო-ლეჟაჩიში 15 ჭურვის დაცემა დაფიქსირდა. ადგილობრივ მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის.
უკრაინული მედია ასევე ავრცელებს ბელგოროდში მდებარე იარაღის საწყობში აფეთქებების შესახებ ცნობებს, მაგრამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი აცხადებს, რომ აფეთქება ჭურვების დეტონაციამ გამოიწვია.


