ოსტინი: "ესპანეთი უკრაინას Hawk–ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის"
13/10/2022 18:24:57 მსოფლიო
ესპანეთი უკრაინას Hawk–ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის, – ამის შესახებ აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დღეს ჩვენმა მოკავშირე ესპანეთმა განაცხადა, რომ კიევს Hawk–ებს მიაწვდის, რასაც უკრაინელები ითხოვდნენ. მადლობას ვუხდით ესპანეთს ძალიან სწრაფი რეაგირებისთვის", – განაცხადა ოსტინმა.
მან აღნიშნა, რომ გერმანიამ IRIS-T–ის ტიპის სისტემები უკვე გაიგზავნა უკრაინას, ხოლო აშშ კიევს NASAMS–ებს მიაწვდის.


