Accentnews.ge
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი მხოლოდ ჯაბა სამუშიამ შეიტანა

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი მხოლოდ ჯაბა სამუშიამ შეიტანა

13/10/2022 17:25:11 საზოგადოება

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის, ჯაბა სამუშიას განაცხადი შევიდა.

„ამ ეტაპზე კომისია იმსჯელებს საბუთების დასაშვებობასთან დაკავშირებით. თუ რაიმე ხარვეზი არ არის საბუთებში, 20ოქტომბერს დაინიშნება აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც დამტკიცდება დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის მხრიდან 20 ოქტომბრამდე გვეცოდინება, საბუთების კუთხით რაიმე ხარვეზი ხომ არ არის. თუ არ არის, 20 ოქტომბერს გავიგებთ შედეგებს. მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს რექტორის მოვალეობას. შემდეგ აკადემიური საბჭო გადაწყვეტს თარიღს, როდის ჩაინიშნება უშუალოდ რექტორის არჩევნები. მოხდება განაცხადების მიღება, კომისიის მხრიდან დასაშვებობის განსაზღვრა და შემდეგ სრულფასოვანი ვადით აირჩევა რექტორი. რაც შეეხება გია შარვაშიძეს, ის 15 ოქტომბრის ჩათვლით რჩება თანამდებობაზე“, – განაცხადა თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი კაკაურიძემ „პირველ არხთან“.

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.

წესდების მიხედვით, კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.

მოვალეობის შესრულებისთვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის შემდეგ კი გამოცხადდება კონკურსი რექტორის შესარჩევად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S