"ნატო უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო აღჭურვილობას უახლოეს მომავალში მიაწვდის"
13/10/2022 17:23:28 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "ნატო უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო აღჭურვილობას უახლოეს მომავალში მიაწვდის". ამის შესახებ მან ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ნატო–ს მოკავშირეები უკრაინას მოწინავე სისტემებს, მათ შორის არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ჯავშანტექნიკას უგზავნიან. მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მოვუწოდებ მათ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. ამასთან, ჩვენ "არსებითი პაკეტის" ფარგლებში უკრაინას საწვავით, ზამთრის ტანსაცმლითა და სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველვყოფთ. ნატო უკრაინას უახლოეს მომავალში მიაწვდის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო აღჭურვილობას, რაც ხელს შეუწყობს რუსული და ირანული წარმოების "დრონების" არაეფექტურობას და დაიცავს უკრაინელ ხალხსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


