სტოლტენბერგის პასუხი კითხვაზე, გასცემს თუ არა ნატო ძალისმიერ პასუხს რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში
13/10/2022 15:24:05 მსოფლიო
ნატო–ს გენერალუ მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში მცირე ბირთვული იარაღის გამოყენებასაც კი შედეგები მოჰყვება და ეს კრემლმა კარგად იცის. ამის შესახებ მან ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
Reuters–ის ჟურნალისტის კითხვაზე, გასცემს თუ არა ნატო ძალისმიერ პასუხს რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, სტოლტენბერგმა შემდეგი აღნიშნა:
"თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მოჰყვება უმძიმესი შედეგები და ამი შესახებ მოსკოვმა იცის. ჩვენ არ ვაპირებთ, იმის დაკონკრეტებას როგორ პასუხს გავცემთ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხაზები გადაიკვეთება. მცირე ბირთვული იარაღის გამოყენებასაც კი შედეგები მოჰყვება და კრემლმა იცის ამ შედეგების შესახებ".


